“ EVERY CITY TELLS A STORY ”
1. პროექტის სახელი: “Every city tells a story”;
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს;
3. პროექტის ვრცელი აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ბავშვები გაეცნონ მსოფლიოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, გაიგონ მათი ადგილმდებარეობა, რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ძეგლს, ასევე თუ ვის ან რას ეძღვნება ეს ღირსშესანიშნაობა. შეისწავლიან მათ ტრადიციებს, ბუნებრივ რესურსებს, მოიძიებენ ინფორმაციას დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, გამოავლენენ ცალკეული ქვეყნის სახელმწიფო და ამ ქვეყანაში არსებული სხვა ენებს, სარწმუნოებასა და კულტურას;
4. მონაწილეთა ასაკი და კლასი: 16-18, X-XI კლასები;
5. ვადები/ ხანგრძლივობა: 5 თვე;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალების პრეზენტაცია, დახატვა, მაკეტების დამზადება სხვადასხვა მასალის გამოყენებით და მათი გამოფენის მოწყობა, მოძიებული ფოტო მასალებით სლაიდ-შოუს შექმნა, ნამუშევრების ბლოგში განთავსება;
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან სათანადო ინფორმაციის მოძიებასა და მათ გამოყენებას, გაეცნობიან მსოფლიოს ულამაზეს ადგილებსა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას, შედგება შემეცნებითი პრეზენტაცია, შეიქმნება ფოტო-ალბომი, ბლოგი მოძიებული მასალის მიხედვით, ნახატები და მაკეტები; სხვადასხვა საშუალებით ჩამოუყალიბდებათ სასარგებლო ჩვევები, განუვითარდებათ მსჯელობის უნარი;
8. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური;
9. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა: სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, ძეგლების ადგილმდებარეობისა და ისტორიის შესწავლა;
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო მღებრიშვილი;
12. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nucikonino.84@gmail.com;
13. პროექტის ფორუმი: http://nucikonino.blogspot.com;
14. პროეექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: http://nucikonino.blogspot.com.
No comments:
Post a Comment